მისცეს ბაკალავრს ესთეტიკური აზროვნების განვითარების ისტორიული პერიოდებისა (პრეისტორიული, ანტიკური, შუა საუკუნეების, აღორძინების ხანის) და თეორიების, ესთეტიკის კატეგორიების (მშვენიერისა და უგვანოს, ამაღლებულისა და მდაბალის, ტრაგიკულისა და კომიკურის), ესთეტიკური ღირებულებების, ხელოვნების თეორიების  („ბიოლოგიური თეორია“, „თამაშის თეორია“, „მაგიური თეორია“), მხატვრული ტიპის, აქსიოლოგიური პრობლემების ცოდნა.

სასწავლო კურსის მიზანია:

-  მისცეს სტუდენტს ცოდნა ადამიანის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივი პერიოდების შესახებ

-  სტუდენტი უნდა გაერკვეს განსხვავებულ ასაკობრივ საფეხურებზე მყოფი ბავშვების და მოზარდების ფსიქიკურ თავისებურებებში, მათი სოციალურ-პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების კანონზომიერებებში

-  სტუდენტმა უნდა ისწავლოს ფსიქიკის ზოგადი და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება პედაგოგიურ საქმიანობაში

- უნდა შეიძინოს ცოდნა სწავლის, როგორც ადმიანური ქცევის განსაკუთრებული ფორმის ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შესახებ