სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს საბაზისო ცოდნას ტანსაცმლის ნაკეთობებში გამოყენებული მასალების შესწავლისა და შეფასების მეთოდების შესახებ.

კურსის ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტს ტანსაცმლის დასამზადებლად გამოყენებული მასალების სახეები, ასორტიმენტი, საკლასიფიკაციო ნიშნები, აგებულება, ფიზიკო-მექანიკური თვისებები, გამოცდის მეთოდები, გამოყენების სფერო, რათა გამოუმუშაოს მასალების სწორად შერჩევისა და გამოყენების უნარი.

 

კურსის მიზანია სტუდენტი სრულფასოვნად ფლობდეს ტანსაცმლის და სხვა სამკერვალო ნაკეთობათა კონსტრუქციული მოდელირების საკითხებს. შეძლებს  კონსტრუქციის განდეტალებას, თარგების დამზადებასა და გრადაციას. გამოავლენს კონსტრუქციულ წუნებს და დასახავს მათი აღმოფხვრის გზებს.   

კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერეო ნაკეთობების კონსტრუირების საფუძვლებს, შეისწავლოს ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერეო ნაკეთობის კონსტრუქციული თავისებურებანი, სახეები, საკლასიფიკაციო ნიშნები, დეტალთა კონსტრუქციები - ფორმა და ზომები, ურთიერთგანლაგება, დაკავშირების საშუალებები, დეტალების მუშაობა, ცვეთა, ფეხსაცმლის ჰიგიენური თვისებები.

კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერეო ნაკეობების კონსტრუირების მეთოდებს, კერძოდ, შესწავლოს ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერიო ნაკეთობის კონსტრუირების, თარგების მიღებისა და  სერიული გრადირების მეთოდები, მათი განფენა, ნაწარმის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი – ნაკეთობის მასალათტევადობა და შრომატევადობა, მათი განმსაზღვრელი ფაქტორები, ფეხსაცმლის სამომხმარებლო თვისებები, მახასიათებლები, მათი თავისებურებანი და კვლევის საშუალებები, მასალათა დეფორმაციები, ნაწარმის აკრების მეთოდები, მათი თავისებურებანი და საშუალებები. ნაწარმის კონსტრუირების საპროექტო სამუშაოების შესრულების ეტაპები და მეთოდები ახალი მოდელის შექმნისას