კურსის შესწავლის მიზანს წარმოადგენს  სტუდენტი აღჭურვოს პროფესიული ცოდნით პროექტების მართვის სფეროში. მისცეს სტუდენტს თეორიული ცოდნა და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს მას დაგეგმოს და უხელმძღვანელოს ბიზნეს-პროექტებს ან/და განახორციელოს მასთან დაკავშირებული ფუნქციონალური სამუშაობის მენეჯმენტი. შეისწავლოს პროექტების მენეჯმენტის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპები და კანონზომიერებები, რათა შეზღუდულ ფინანსურ რესურსებსა და განსაზღვრულ ვადებში წარმართოს ახალი საქმიანობა პროექტის მიზნის მისაღწევად.